ამერიკული ოცნება

ეს დაუჯერებელია, მაგრამ შენ წინაშე არიან ყველაზე სიმპათიური უცოლო ბიჭები ამერიკის სხვადასხვა შტატიდან! ასეთი გენიალური საახალწო საჩუქარი ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა პირადად შენ გაგიკეთეს. შენს ფავორიტს შეგიძლია ე-მაილ-იც მისწერო და დაუმეგობრდე კიდეც.

ფლორიდა წარმოგიდგენს:

ადამ მილერი

ასაკი: 24 წლის

ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი.

E-MAIL: FL.bachelor09@gmail.com

საკუთარ თავზე: “ძალიან სპონტანური, მაგრამ ამავე დროს მშვიდი ადამიანი ვარ. ყოველთვის მზად ვარ გართობისა და მხიარულებისთვის”.

გოგონები ცდებიან იმაში: რომ ფიქრობენ: აბსოლუტურად ყველა მამაკაცს მათგან მხოლოდ სექსი უნდა.

პაემანზე აღიზიანებს: როდესაც ქალს მეტისმეტად ბევრი კოსმეტიკური საშუალება აქვს სახეზე.

ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ: ჩვენ იმდენს ნამდვილად არ ვფიქრობთ, რამდენიც თქვენ წარმოგიდგენიათ. ნუ დაიძაბებით! ყველაფერი ძალიან მარტივია. როდესაც უბრალო დეტალში რაღაც ღრმა აზრს ეძებ, ეს მამაკაცს აღიზიანებს და სურვილი უჩნდება უკანმოუხედავად გაიქცეს.

მისური

რაიენ მაგელი

ასაკი: 22 წლის

ფინანსების ფაკულტეტის სტუდენტი.

E-MAIL:MO.bachelor09@gmail.com

საკუთარ თავზე: “როგორც დედაჩემი ამბობს, ბევრს ვფიქრობ სხვებზე! მართლაც მაღელვებს სხვა ადამიანების გრძნობები. ძალიან ემპათიური ვარ”.

ქალის სხეულის საყვარელი ნაწილი: “ღიმილი! ყველაფერი დანარჩენი უჩემოდაც აქვს! აი ღიმილს კი დამსახურება უნდა!”

კენტუკი

ერიკ კოტნერი

ასაკი: 23 წლის

კერძო საკუთრების აგენტი

E-MAIL:KY.bachelor09@gmail.com

საკუთარ თავზე: “ძალიან ვნებიანი ადამიანი ვარ! მიყვარს გართობა და არასდროს არ ვიცი წინასწარ, რას მოვიმოქმედებ!”

ის ეძებს: “ქალს, რომელსაც შეუძლია ყველაფერი დამავიწყოს. მინდა, ჩემი მიკროსამყარო დაანგრიოს, თავბრუ დამახვიოს და სრულიად დაუვიწყარი შეგრძნებები ვაჩუქოთ ერთმანეთს.

როუდ აილენდი

მაიკ ლონარდო

ასაკი: 21 წლის

ბიზნესმენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტი

E-MAIL:RI.bachelor09@gmail.com

ის ამბობს: “ვარ ენერგიული, ხმაურიანი და ყოველთვის მზად ვარ თავგადასავლებისთვის”.

ხვდება, რომ შეყვარებულია, როდესაც: “მასზე ფიქრს მაშინვე ვიწყებ, როგორც კი ვიღვიძებ”.

იმისთვის, რომ დააინტერესო: “უნდა მითხრა, რომ ლამაზი თვალები მაქვს”.

ვისკონსინი

ერიკ რიჩტერი

ასაკი: 25 წლის

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი

E-MAIL:WI.bachelor09@gmail.com

კანონის სამსახურში: “ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ პოლიციაში ვიმუშაო. იმედი მაქვს, რომ სამყაროს შევცვლი და ადამიანების სიცოცხლეს ვიხსნი!”

აღიზიანებს პაემანზე: “ვერ შევეგუები გოგონას, რომელიც ყოველთვის იგვიანებს პაემანზე”.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ Cosmo-ს დეკემბერი-იანვრის ნომერში

სტატიის სრული ვერსია წაიკითხე Cosmo-ს დეკემბერი-იანვრის ნომერში


VN:F [1.8.7_1070]
Rating: 5.4/10 (7 votes cast)
VN:F [1.8.7_1070]
Rating: +2 (from 6 votes)
ამერიკული ოცნება5.4107

Filed Under: სიყვარული & სექსი

About the Author:

RSSკომენტარები (1)

Leave a Reply | Trackback URL

  1. ეშმაკუნა ეშმაკუნა says:

    სად შემილია ამდენიიიი :) across the ocean რომ არ მოძებნონ გოგოები ბიჭებმა და პირიქით, სხვანაირად გამორიცხულია… რას გვიშვება გლობალიზაცია :D

    UN:F [1.8.7_1070]
    Rating: 5.0/5 (1 vote cast)
    UN:F [1.8.7_1070]
    Rating: +1 (from 1 vote)

დატოვე კომენტარი